X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მცირე სარეაბილიტაციო სამუშაო ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლას ჩაუტარდა

25 ოქტომბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დღეს  საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით წელს არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ბეგიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისათვის წელს 40 მლნ ლარამდე გამოიყო და ეს თანხა ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლის მცირე სარეაბილიოტაციო სამუშაოს მოხმარდა. ზაფხულის განმავლობაში, არდადეგების დროს, დასრულდა ძირითადი სამუშაოები - მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები,  ელექტროგაყვანილობა, მინი მოედნები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტ-დარბაზებს.